„შარფენბერგერი“

„შარფენბერგერი“ 1928 წლიდან წარმოადგენს კომპეტენტურ და საიმედო პარტნიორს მევენახეობის სფეროში, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ყურძნის ნაზ დამუშავებაზე და უზრუნველყოფს მეღვინის მხარდაჭერას მის ყოველდღიურ საქმიანობაში. მსოფლიო მაშტაბის ეს ოჯახური ბიზნესი, თავისი მომხმარებლებისთვის სრული ასორტიმენტის მიმწოდებელია. კარგად აპრობირებული და ცნობილი ბრენდის -EUROPRESS – ის ყურძნის პნევმატური პრესების გარდა, „შარფენბერგერი“ თავის მომხმარებელს ასევე აწვდის მაღალხარისხიან სისტემებს – ყურძნის, ყურძნის დურდოს და ჭაჭის ტრანსპორტიორებს, ვიბრაციულ ყურძნის სარჩევ მაგიდებს, ქლერტგამცლელებს. ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლებლის სპეციფიკური პრობლემის გადაჭრას დასაწური პლატფორმებისა და მარნის ტექნოლოგიის კუთხით.